Request edit access
კლიმატის ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეთა შერჩევა - სააპლიკაციო ფორმა
📢 ✊ თუ გაწუხებს კლიმატის კრიზისი, გაინტერესებს კლიმატის, გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის პრინციპები, და მზად ხარ თანამოაზრეებთან ერთად იმოქმედო - მაშინ, ეს შესაძლებლობა შენთვისაა! 

მწვანე ალტერნატივა ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას კლიმატის ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ახალგაზრდული ფორუმი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ხმის გაძლიერებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, ასევე ახალგაზრდების ხედვების ჩამოყალიბებას ქვეყანაში კლიმატის სამართლიანობისთვის განსახორციელებელ ქმედებებსა და პოლიტიკაზე. ფორუმი მოიცავს ახალგაზრდებთან 5 თვის განმავლობაში თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარების ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა შეხვედრები ინტერდისციპლინური ექსპერტული ცოდნის გაზიარებისთვის, საველე გასვლა, პრაქტიკული სამუშაოები და სამოქმედო გეგმის შედგენა, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტთან დაკავშირება და სხვა. 

🌈 👐 თვეში ჩატარდება 2-3 შეხვედრა, თბილისში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შეხვედრების ჰიბრიდული ფორმატიც. აქტივობები მორგებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებს. ფორუმი დაიწყება ოქტომბრის ბოლოს.

🌿🌻 თუ ხარ 18-29 წლის, გაქვს სურვილი, რომ აქტიურად იყო ჩართული ფორუმის აქტივობებში და კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ხმის გაძლიერებაში, შეავსე სააპლიკაციო ფორმა 11 ოქტომბრამდე! 
Sign in to Google to save your progress. Learn more
სახელი და გვარი *
დაბადების თარიღი *
MM
/
DD
/
YYYY
ტელეფონის ნომერი *
ელ. ფოსტა *
საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, დაბა, სოფელი) *
საქმიანობა *
Required
პროფესია და განათლების უმაღლესი საფეხური *
გთხოვთ, მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე კლიმატის, გარემოს ან სოციალური პრობლემების გადაჭრის კუთხით, თუ ყოფილხართ ჩართული რაიმე სამოქალაქო აქტივობაში? რა იყო თქვენი როლი და ამ აქტივობის შედეგები? *
ასევე, მოკლედ რომ გვითხრათ, კლიმატის კრიზისისა და გარემოს დაცვის მიმართულებით რა საკითხებზე გაქვთ ცოდნა და ინფორმაცია?
(გაითვალისწინეთ, რომ ამ კითხვაზე თქვენი პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქტივობების დასაგეგმად)
*
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესების გათვალისწინებაც. კლიმატთან და გარემოს დაცვასთან კავშირში, რა საკითხების შესახებ გსურთ ცოდნის შეძენა-გაღრმავება?  *
ფორუმის ფარგლებში რა აქტივობების ჩატარებას ისურვებდით (ვისთან შეხვედრას, რა ტიპის პრაქტიკულ სამუშაოებს და სხვა)? *
აირჩიეთ შეხვედრების ჩასატარებლად თქვენთვის სასურველი დრო *
Required
რატომ გსურთ ფორუმში მონაწილეობა? გთხოვთ დაწეროთ 3 მთავარი მიზეზი/მოტივაცია. *
ეს ველი შეგიძლიათ გამოიყენოთ, სურვილის შემთხვევაში, თქვენს შესახებ სხვა ინფორმაციის გასაზიარებლად.
Submit
Clear form
Never submit passwords through Google Forms.
This content is neither created nor endorsed by Google. Report Abuse - Terms of Service - Privacy Policy